FITMATCH
წესები & პირობები
ჩვენი იურიდიული პასუხისმგებლობის შეზღუდვა
წინამდებარე პლატფორმა მომხმარებლებს უწევს მხოლოდ მათ მოთხოვნებთან შესაბამისი ფიტნეს ტრენერის მოძიების მომსახურებას;
ჩვენ არ ვთავაზობთ მომხმარებლებს ვარჯიშების დაგეგმვას და ფიტნეს ტრენერის მომსახურების გადახდას;
ყველა ვარჯიში, დაგეგმარება თუ თანხის გადახდებთან დაკავშირებული შეთანხმებები ხდება უშუალოდ ფიტნეს ტრენერს და მომხმარებელს შორის, წინამდებარე პლატფორმისგან დამოუკიდებლად;
ჩვენ არ ვართ პასუხისმგებელი ვარჯიშის ხარისხზე, შედეგებზე, მიღებულ ტრამვებზე, ფიტნეს ტრენერის მომსახურების გადახდებზე ან მომხმარებელსა და ფიტნეს ტრენერს შორის წარმოშობილ დავებზე;
წინამდებარე პლატფორმის გამოყენებით შენ ეთახმები აღნიშნულ წესებსა და პირობებს;
ჩვენი წესების და პირობების გაცნობა
Fitmatch-ის წესები და პირობები განსაზღვრავს იურიდიულად სავალდებულო პირობებს, რომლებიც არეგულირებს ჩვენი პლატფორმის ვიზიტორებისა და მომხმარებლების ურთიერთქმედებას და ჩართულობას. ეს პირობები შექმნილია ჩვენს მომხმარებლებსა და Fitmatch-ს, როგორც მომსახურების მიმწოდებელს შორის სამართლებრივი ურთიერთობის დასამყარებლად. ჩვენი წესები და პირობები მორგებულია ჩვენი პლატფორმის სპეციფიურ ბუნებაზე, რაც უზრუნველყოფს გამჭირვალე და სამართლიან მომხმარებლის გამოცდილებას.
